დღეს, 1-ელ თებერვალს, ეგვიპტის ოპოზიცია კაიროს ქუჩებში გრანდიოზული მასშტაბის დემონსტრაციას გეგმავს.
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ამ დღეს აქციას მილიონი ეგვიპტელი შეუერთდება და ეს "მილიონიანი მარში" იქნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ეგვიპტის პრეზიდენტიც მობილიზირებულია. მისი ბრძანების თანახმად, პოლიციას ხალხის მასების შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, ეგვიპტეში გრძელდება საპტოტესტო აქციები, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მომიტინგის მსხვერპლი მოჰყვა.