მოსკოვის ექს-მერმა იური ლუჟკოვმა ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მიიღო. ამის შესახებ ლუჟკოვის გარემოცვა იტყობინება. წყაროს ცნობით, ლატვიის შემდეგ მოსკოვის ექს-მერმა ბედი დიდ ბრიტანეთშიც სცადა.
"ინგლისის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული სირთულის მიუხედავად, აქ ცხოვრების უფლება მან მაინც უპრობლემოდ მოიპოვა", _ განაცხადა ლუჟკოვის ახლობელმა.
რუსეთში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, აცხადებენ, რომ ინგლისში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად ინგლისში უძრავი ქონების ფლობა და ამ ქვეყნის ეკონომიკაში 200 ათასიდან 1 მილიონ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციის ჩადება აუცილებელია.
დიპლომატები არ აკონკრეტებენ, რამდენი ხნით მოიპოვა ლუჟკოვმა მათ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება. დიპლომატები ამას ინფორმაციის კონფიდენციალურობით ხსნიან.