აზერბაიჯანში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ძეგლის აღება მოითხოვეს, რომელიც ბაქოს გარეუბანში, ხირდალანის დასახლებაშია დამონტაჟებული. ამასთან, ოპოზიციონრების სურვილია, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სკოლას მუბარაქის მეუღლის სახელი გადაერქვას.
ოპოზიციონერთა მოთხოვნას იზიარებენ პარტია "მუსავათის", "სახალხო ფრონტის", ლიბერალური პარტიისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები. თუმცა ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია ამასთან დაკავშირებით უცნობია.
ჰოსნი მუბარაქის ძეგლი 2007 წელს ეგვიპტისა და აზერბაიჯანის მეგობრობის ნიშნად ხირდალანის ადგილობრივ პარკში დაიდგა.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები 25 იანვრიდან გრძელდება.