"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სუს-ის ექს შეფის შესახებ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თანამდებობიდან წასულ გრიგოლ ლილუაშვილს "წანზომი" ჩაურთეს.
მისი თქმით, ლილუაშვილი "ან ფულს მიიტანს, ან, დაიჭერენ".
"გუშინ ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "დააჯარიმა" ბიძინამ 100 მილიონით და აგერ ოხანაშვილი ადასტურებს მინიშნებით ... წამზომი ჩართულია ან ფულს მიიტანს ან დაიჭერენ!
კალაძესთან მერიაში შესულია ბიძინას "ბუღალტერი" და ითვლიან მოპარულს და კონკრეტულ მოსათხოვსაც, თანხასაც აცნობებენ კალაძეს... ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს მერიაში "ბუღალტერიის" წარმოებას და ნაძარცვის დათვლის შემდეგ ბიძინა მოსთხოვს წილს თბილისის მერს... გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები.
ნაძარცვს ვერ ინაწილებენ და დაერივნენ ერთმანეთს. სანქციებით ბიძინამ უკვე იზარალა 4 მილიარდამდე და აბსოლუტურად გაშლეგებულია... ცხადია ხალხის ჯიბიდან აპირებს ამოღებას და პლუს უკვე ნაძარცვიდათ სთხოვს წილებს"- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.