საშინელებაა იმის ყურება, როგორ მიემართება საქართველო მთელი სისწრაფით ერთპარტიული სისტემისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, „ოპოზიციონერი ფიგურები ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან ციხეში“.
„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლიდერიდან ქვეყანა სინათლის სიჩქარით გადაიქცა ავტორიტარიზმის ლიდერად, რითაც საზოგადოების მისწრაფებებს უღალატა“, – წერს ნაჩო სანჩესი.