პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.
მისი თქმით, აღნიშნული “ავტორიტარული ტაქტიკაა და იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან“.
"საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ჰიპერი.