აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში, „სავარაუდოდ“ შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ტრამპმა ამის შესახებ Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ზელენსკისთან ჰააგაში შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას, ტრამპმა აღნიშნა: „დიახ, სავარაუდოდ, შევხვდები“.
შეკითხვაზე, თუ რას ეტყოდა ზელენსკის, ტრამპმა უპასუხა: „მე ვეტყვი: „როგორ ხარ?“ ის რთულ სიტუაციაშია, იქ არ უნდა მოხვედრილიყო“.