ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუს ოკუპანტთა და ოს სეპარატისტთა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობენ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და რუსული საოკუპაციო მეოთხე ბაზის სამხედროები.
სამხედრო სწავლება ხუთ დღეს გაგრძელდება.