"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, დაკავებულ ჟურნალისტს ერთ თვალზე მხოლოდ 30% აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0.
მედიამენეჯერის მდგომარეობას მისი მეგობრები წამებას უწოდებსნ.
საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე - მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა თვალზე მხოლოდ 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04 (სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზე). თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, რაც დოკუმენტურად დასტურდება, სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო (მარჯვენა თვალზე 90%-მდე), ახლა აღარ!
ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!"- წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის განცხადებამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაკავებულის ჯანმრთელობაზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალით, ფაქტობრივად, ვერ ხედავს, მარჯვენა თვალით ხედვის შესაძლებლობა კი, მისი დაკავების შემდეგ, 40 პროცენტამდე შემცირდა.
„დაკავებამდე სათვალის შემთხვევაში ჰქონდა შანსი 90%-მდე გაეზარდა მხედველობა. ახლა მას ამის შანსი აღარ აქვს, მას 40 %-მდე შეუძლია მხოლოდ გაიზარდოს მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04%“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.