ეგვიპტეში, ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" 6 ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იუწყება. ამ ეტაპზე უცნობია ჟურნალისტების დაკავების მიზეზი და მათი ადგილსამყოფელი.
გუშინ, პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის მთავრობამ ეგვიპტეში აღნიშნული ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაბლოკა.
ეგვიპტეში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ოპოზიციამ დღეს ყველა ეგვიპტელ მოქალაქეს გვერდში დგომისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერები ხვალ დაგეგმილ აქციაზე მილიონი ადამიანის მისვლას ვარაუდობენ.
პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, ეგვიპტეში საპროტესტო აქციები 25 იანვრიდან დაიწყო. საპროტესტო აქციები ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს.
პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 150 ადამიანი და რამდენიმე ათასი დაშავდა.