ჩვენ არ ვართ ირანთან ომში, ჩვენ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან ვართ, - ამის შესახებ NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
მან თქვა, რომ აშშ-მა „წარმატებით შეაფერხა“ ირანის ბირთვული პროგრამის შემუშავება და ახლა აშშ და მისი მოკავშირეები ირანის ბირთვული პროგრამის „საბოლოო“ დემონტაჟზე იმუშავებენ.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა იმედოვნებს, რომ კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას იპოვის.
„ირანელები აშკარად დიდად ვერ ერკვევიან ომში. შესაძლოა, ისინი პრეზიდენტ ტრამპის მაგალითს უნდა მიჰყვნენ და მშვიდობას შანსი მისცენ. თუ ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი, გარანტიას გაძლევთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სერიოზულად არის განწყობილი. ჩვენ გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია, ეს პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დავწიოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვენდობით ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, მაგრამ ასევე ვენდობით ჩვენს ინსტინქტებსაც“, - თქვა ვენსმა.