ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „პასუხს აგებს ომის დანაშაულებზე“.
ისრაელ კაცმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელში, სოროკას საავადმყოფოზე ირანმა იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.
„მშიშარა ირანელი დიქტატორი თავისი დაცული და გამაგრებული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“.
კაცის თქმით, მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დაავალეს ისრაელის თავდაცვის ძალებს, გააძლიერონ დარტყმები ირანში სტრატეგიულ და თეირანში მთავრობასთან დაკავშირებული სამიზნეებზე, რათა აღმოიფხვრას ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები და აიათოლას რეჟიმის მიმართ დესტაბილიზაცია მოხდეს“.