2025 წლის 20 ივნისს, პარასკევს, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters გერმანულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების გეგმა ვაშინგტონთან შეთანხმებულია.
აღსანიშნულია, რომ ევროპელ დიპლომატებსა და მათ ირანელ კოლეგებს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უნდა გაიმართოს.
„მინისტრები თავდაპირველად ჟენევაში, გერმანიის საკონსულოში ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს, კაია კალასს შეხვდებიან, შემდეგ კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.