საქართველოში იკარგება დემოკრატიის შუქი... "ქართული ოცნება" მკაცრად სჯის პროტესტს და ებრძვის თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟეტა გოშევსკამ ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში იკარგება დემოკრატიის შუქი, ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს "ქართული ოცნება" მკაცრად სჯის პროტესტს, ებრძვის თავისუფალ მედიას, პატივსაცემი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავეს იმის გამო, რომ მას ჰქონდა პროტესტის გამბედაობა, მან თქვა, რომ არ მიიღებდა რეჟიმის დღის წესრიგს, გამოაცხადა შიმშილობა და თქვა, რომ თავისუფლება უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე.
უკვე 4 წელია, რაც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილი მართავს კულისებიდან. ქვეყანას, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, გახდა მოსკოვის სატელიტი. ჩვენ არ შეგვიძლია ამას შორიდან ვუყუროთ, რადგან საქართველოს სჭირდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ნორმალური ცხოვრება. დიქტატორის მხარდაჭერა გახლავთ დანაშაული და სიჩუმეც გახლავთ დანაშაული." - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.