ავსტრალიამ სანქციები დააწესა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 60 ნავთობტანკერზე, რომლებსაც რუსეთი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გასაყიდად იყენებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა.
„დღეს ავსტრალიამ რუსული სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - შეზღუდვების ქვეშ მოექცა ე.წ. „ტანკერების ფლოტის“ 60 გემი, რომელიც ნავთობზე სანქციების გვერდის ავლისა და აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა“, - აღნიშნა იერმაკმა.
აღნიშნულია, რომ შეზღუდვები გავრცელდება გემების პორტებში შესვლაზე, მათ დაზღვევასა და მოვლა-პატრონობაზე.
ერმაკი თქმით, ავსტრალიამ უკვე 1400-ზე მეტი სანქცია დააწესა და ეს პაკეტი კრემლზე ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ავსტრალიის პირველი სანქციაა, რომელიც კონკრეტულად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგაა მიმართული.
რუსეთი საბერძნეთის მახლობლად ღია ზღვაში ნავთობს უკანონოდ ზიდავს, რაც ეკოლოგიას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
ეს სერიოზული საფრთხეა გარემოსდაცვით უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ძველი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების ტექნიკური მდგომარეობისა და დაზღვევის არარსებობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ავარიები და ეკოლოგიური კატასტროფები ევროკავშირის სანაპიროებთან ახლოს.