2012 წელს ლონდონის პარალიმპიური თამაშებში უსინათლო ნიკოლოზ თვაური მიიღებს მონაწილეობას.
სპორტულ კომპლექს "ოლიმპიკში" მას "ხელფეხშეკრული კოლხურის" ცურვაში მსოფლიო რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილი ავარჯიშებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნა, ნიკოლოზს წლების წინ ყუმბარა აუფეთქდა, რის გამოც მარჯვენა ხელის მტევანი ამპუტირებული აქვს, ამჟამად მის სხეულში ყუმბარის 16 ნამსხვრევია.
"ნიკოლოზი უაღრესად ნებისყოფიანი აღმოჩნდა. 9 თვის წინ მან ცურვა არ იცოდა, ახლა კი ცურვის ბრასის სახეობაში კარგი შედეგი აქვს,"_განაცხადა კუპრაშვილმა.
ნიკოლოზ თვაურის მომზადების საქმეში ჰენრი კუპრაშვილს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ნაცვლიშვილი უცხადებს თანადგომას.
სწორედ ოლიმპიური კომიტეტი დააფინანსებს ლონდონის არაოლიმპიურ თამაშებში მის გამგზავრებას.