ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი 4 000 ლარით დააჯარიმეს. ბაია პატარაიას Facebook-ზე მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებიან.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
"ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. "ოცნების" მიერ მიღებული კანონით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.