#163-ე საჯარო სკოლაში დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება. გაკვეთილების ჩაშლის მიზეზი სკოლის სამი მოსწავლისთვის A/H1N1 ვირუსის გამოვლენაა.
ამ დროისათვის ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსი მე-6 კლასის მოსწავლეს აღმოაჩნდა, რომელიც ამჟამად სახლში მკურნალობს.
შკოლის დირექციის განცხადებით სასწავლო პროცესი მშობლების თხოვნით შეწყდა. გაკვეთილები ორშაბათს განახლდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით დღეისათთვის ლანორატორიულად სულ ღორის გრიპის ვირუსის 147 შემთხვევაა დადასტურებული.