კიევში, 18 ივნისი, გლოვის დღედ გამოცხადდა, 17 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივუსცემის ნიშნად. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. დედაქალაქზე მტრის მასშტაბური შეტევის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად.
ამ დღეს, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებზე“, - განაცხადა კლიჩკომ.
ასევე, 18 ივნისს ქალაქში ნებისმიერი გასართობი ღონისძიება აიკრძალება.
წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამეს, კიევში რუსეთის იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 114 დაშავდა.