კაიროს ეგვიპტურ მუზეუმში ორ მუმიაზე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმელებმა ორ მუმიას თავები მოაგლიჯეს და იატაკზე დაყარეს.
როგორც ჩNN იუწყება, 9 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა მუზეუმიდან ვერაფრის მოპარვა ვერ მოახერხა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ჯგუფის წევრები დააკავეს.
ეგვიპტის მუზეუმში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია და აღნიშნულ ობიექტს ჯარისკაცები იცავენ.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვანდალებმა 10 პატარა არტიფაქტიც დააზიანეს. "ეგვიპტის მუზეუმი" კაიროს მდებარეობს ტაჰირის მოედანზე, სადაც ანტი-სახელისუფლებო აქციები მიმდინარეობს.