ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს, სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე! - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად, „სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში“.
„ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს.
საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. სამარცხვინოა, საპასუხოდ რამდენად ცოტა რამეს აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე!” - წერს იუკნევიჩიენე.