ეგვიპტელმა სამხედროებმა ქაიროს ცენტრში მარადიორებს ცეცხლი გაუხსნეს.
თვითმხილველების განცხადებით, სროლა ქალაქის ტახპიპის მოედანზე მოხდა, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სწორედ ამ დროს მოროდიორებმა მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზიის გაძარცვა სცადეს.
მოროდიორების წინააღმდეგ ცეცხლის გახნის შედეგად გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
აღსანიშნვია, რომ ეგვიპტეში მასობრივი არეულობის დროს ციხეებიდან რამდენიმე ათასი პატიმარი გაიქცა, რომლებიც აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. გაცეული პატიმრებმა უკვე დაიწყეს მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ძარცვა.
შეგახსნებთ, რომ 25 იანვარს ეგვიპტეში დაიწყო მასობრივი არეულობა, რომლის დროსაც 150 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათასი დაიჭრა. ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.