მოსკოვის საჰაერო სივრცეს საზენიტო სარაკეტო სისტემით С-500-ით დაიცავენ.
ამის შესახებ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ივანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში საჰაერო-კოსმოსური თავდაცვა თავის შემადგენლობაში საზენიტო სარაკეტო სისტემით С-500 მიიღებს, რომლითაც დედაქალაქის საჰაერო სივრცეს დაიცავენ.
რუსი გენერალის განცხადებით, გარდა აღნიშნულისა, რუსეთის ცენტრალური რეგიონების საფარეო სივრცის დაცვისთვის იგეგმება სისტემის "პანცირ- С" -ს დაყენებაც.