მოსკოვში ახალი წლის ღამეს ორი ტერაქტი, მათ შორის ერთი, აეროპორტში იგეგმებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია 24 წლის ზეინაპ სუიუნოვის ჩვენებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა ვოლგოგრადში 31 დეკემბერს მსროლელთა კლუბის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების მოწყობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც რუსული მედიის წყარო აცხადებს, სუიუნოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ის და მისი მოკავშირეები ახალი წლის ღამის მოსკოვში ორ ტერაქტს ამზადებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის დედაქალაქის აეროპორტში იგეგმებოდა.
აღნიშულ ინფორმაციას ოფიცალურ დონეებზე ამ დრომდე არ ადასტურებენ და როგორც ანტიტერორისტულ ცენტრში აცხადებენ, მოსკოვში 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების გარდა დაკავებულს ორი ტერაქტი დაღესტანში აქვს მოწყობილი.
რაც შეეხება მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ ტერაქტს, რომლის დროსაც 35 ადამიანი დაიღუპა, რუსი სამართალდამცველების მტკიცებით ტერაქტები სხვა დივერსიული დაჯგუფების მიერ არის მოწყობილი.
მასალის გამოყენების პირობები