ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ჰილარი კლინტონი. მისი თქმით, აშშ-ს ეგვიპტეში დემოკრატიული ცვლილებების ხილვა სურს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა "ფოგს-ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კლინტონის აზრით, არსებულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
"გვსურს, ეგვიპტეში კალენდარული ცვლილებები ვიხილოთ, ისე, რომ არავინ დაზარალდეს. ამისთვის საჭიროა კარგად მოფიქრებული გეგმა, რომლის განხორციელებაშიც მთავრობა დემოკრატიული გზით მიიღებს მონაწილეობას,"_განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ მთავრობა აქციის მონაწილეებთან ურთიერთობის მოგვარებას მშვიდობიანი გზით მოახერხებს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, ეგვიპტეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს,
რასაც არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეეწირა.