თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიო თასი ძიუდოში, სადაც 26 ქვეყნის 200-მდე ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ტურნირის პირველ დღეს - 29 იანვარს 73 კგ. წონით კატეგორიაში ამბაკო ავალიანის მიერ მოპოვებულ ოქროს, 30 იანვარს 81 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე ოქრო მიუმატა. ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა 30 იანვარს, სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამებზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში იმარჯვა. ამავე წონაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, დავით კარბელაშვილი ვერცხლს დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი + 105 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად ხანჯალიაშვილს ერგო. ტურნირის მეორე დღეს ბრინჯაოს მედლებისათვის საბა გავაშელიშვილმა (90 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ იჭიდავეს, თუმცა უშედეგოდ.
60 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება აზერბაიჯანელმა ილგარ მუშკიევმა მოიპოვა, 66-ში ყაზახმა სერგეი ლიმმა, 90-ში უკრაინელმა ვადიმ სინიავსკი, 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის გამარჯვებული რუსი ძიუდოისტი ასხაბ კოსტოევი. +100 კგ წონითი კატეგორიის გამარჯვებული ასევე რუსი ალექსანდრ მიხაილინი გახდა.
მომდევნო საერთაშორისო ტურნირს - პარიზის დიდ სლემი 5-6 თებერვალს გაიმართება.