ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის 2011 წლის საკალთბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გუფში სლოვენიასთან, რუსეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთანა და უკრაინასთან მოხვდა.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი შემოდგომაზე ლიტვაში გაიმართება. იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილი ნაკრები მეოთხე კალათაში იყო განწესილი. საქართველოს ნაკრები, როგორც სპეციალისტები აფასებენ ძალიან კარგ ჯგუფში მოხვდა და ბრძოლის შემთხვევაში მეორე ეტაპზე გასვლაც შესაძლებელია.
საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე პირველად გავიდა. 31 აგვისტოს, პირველ ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება. შემდეგი ტური 1 სექტემბერს გაიმართება და საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. 3 სექტემბერს კოკოშკოვის გუნდი ჯგუფის ფავორიტ სლოვენიას შეხვდება, 4-ში უკრაინას, ხოლო 5-ში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები ყველა თამაშს ქალაქ კლაიპედაში გამართავს.
მომავალ ევროპირველობაზე 24 ნაკრები ასე გადანაწილდა.
A ჯგუფი: ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კვალიფიკაციის გამარჯვებული 2.
B ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, ლატვია.
ჩ ჯგუფი: საბერძნეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვალიფიკაციის გამარჯვებული 1.
D ჯგუფი: სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა.
შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპიდან თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გააღწევს, რომლებიც მე-2 რაუნდში 2 ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან, იქიდან 4-4 მოწინავე კი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუწყვილდება.