დღეს, 31 იანვარს, ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ბელორუსისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ ინფომაციას რუსული მედია ევროკავშირში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელმა ბრიუსელში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების ამოქმედების მექანიზნის მომზადების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ სანქციების მიხედვით შეიძლება ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსი ჩინოვნების ჯგუფს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აეკრძალოთ განცხადება შვედეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.
სავარაუდოდ, ეს სანქცია იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებზე გავრცელდება, რომლებიც ევროკავშირის აზრით პასუხისმგებელნი არიან ბელორუსში ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ძალადოვბრივი ქმედებების გამოყენებაში.
წყაროს ინფორმაციით, სანქციის ქვეშ მოხვედრილი ბელორუსი ჩინოვნიკების რიცხვმა შესაძლოა 100-ს გადაჭარბოს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩვენების დასულების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი მომხრეები მინსკში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკევს, ხოლო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი არჩევნებში გამარჯვებულად აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმმავლობაში ბელორუსის ხელისუფლებამ დაკავებული ექს-კანდიდატების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც შესაძლოა ლუკაშენკოს მხრიდან ევროკავშირისგან მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილებას უკავშირდებოდეს.