შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეგახსენებთ, გასული წლის 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ზვიად ხარაზიშვილი შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა.