პოლონეთში ბაზირებულმა ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის რეგიონში ორ რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს საჰაერო ძალების შტაბი ავრცელებს.
"ორ რუსულ თვითმფრინავს Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს". – წერია შტაბის განცხადებაში.