ქაიროში, ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო, რის გამოც სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ხაბიბ ალ-ადალის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობასთან ერთად ხუთშაბათს გადააყენეს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ხაბიბ ალ-ადალის სდებენ ბრალს, რომ დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახნის ბრძანება მან გასცა, რადგან ისინი რამდენიმე დღეა ქვეყნის პრეზიდენტის ხოსნი მუბარაკის გადაგომას ითხოვდნენ.
შეგახსნებთ, რომ 25 იანვარს ეგვიპტეში დაწყებულ მასობრივ არეულობას 150 ადამიანი უკვე შეეწირა, ხოლო 4 ათასამდე დაიჭრა. ეგვიპტში დემონსტრაციების და შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.