ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ეგვიპტის ხელისუფლების მიერ მაუწყებლობის დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაოგნებულია და თავის მაყურებელს პირობას აძლევს, რომ კვლავ გააგრძელებს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას.
ამის შესახებ ნათქვამია "ალ-ჯაზირას" ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადებაში.
მათი შეფასებით, გადაღების აკრძალვა ნიშნავს, რომ არხის ჟურნალიტებს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას უშლიან.
"უწესრიგობისა და არაულობის დროს ეგვიპტის საზოგადოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ხმა ყველგან ისმოდეს. ალ-ჯაზირა ეგვიპტეში თავის აუდიტორიას პირობას აძლევს, რომ სრულად მიაწვდის ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებზე. ალ-ჯაზირა გაოგნებულია ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელმაც ინფორმაციის თავისუფლი გაშუქების აკრძლავას შეეცადა", - ნათქვამია ტეკომპანიის განცხადებაში.
ამასთან, ტელეკომპანის ჟურნალიტები მიკრობლოგის "თწიტტერ"-ს საშუალებით კვლავ აგრძლებენ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენების პირდაპირ ტრანსილიაციას. ასევე ტელეკომპანის ჯგუფი მუშაოაბს, რომ მისი გათიშვის შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზება შესაძებელი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ეგვიპტის ხელიუფლებამ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა. ასევე მის ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა.