ტუნისის ისლამისტური მოძრაობის ლიდერი რაშიდ განუჩი, 22 წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.
69 წლის განუჩი, ქვეყნიდან 1989 წელს გააძევეს. როდესაც მმართველობაში ზინე ალ-აბიდინე ბენ ალი მოვიდა. თუმცა, ბენ ალი ამ წლის დასაწყისში, იძულებული შეიქმნა ტუნისში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა და ქვეყნიდან გაქცეულიყო.
განუჩი ტუნისში ლონდონი-ტუნისის ავიარეისით ჩაფრინდა. აეროპორტში მას 1000-ზე მეტი ადამიანი დახვდა.
მისი დაბრუნების შემდეგ, ტუნისის შუალედურმა მთავრობამ განაცხადა, მედია იქნება დამოუკიდებელი, პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას და პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვლენ.
მასალის გამოყენების პირობები