ეგვიპტის ქალაქ ბადი-ელ-ნატრუნში მდებარე ციხიდან ქვეყანაში აკრძალული დაჯგუფების "მუსულმანური საძმოს" 34 წევრი გაიქცა. გაქცეულტაგან შვიდი დაჯგუფების ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" დაჯგუფებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მუსულმანური საძმოს" ერთ-ერთი წარმომადგენელის თქმით, მისი დაჯგუფების წევრები და კიდევ მათთან ერთად რამდენიმე ათასი პატიმარი ციხიდან "ბედნიერი" შემთხვევის შედეგად გამოიქცნენ, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.
"მუსულმანური საძმოს" დაჯგუფება ეგვიპტეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმანური ორგანიზაციაა 1954 წელს შეიქმნა და მისი წარმომადგენლები პარლამენტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არჩევნებშიც იღებდნენ მონაწილეობას.
მათ 2005 წელს პარლამენტის არჩევნების დროს 454 ადგილიდან 88 ადგილი დაიკავეს და ძლიერი ოპოზიციური ფრთა ჩამოაყალიბეს, მოგვინებით კი მათ ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი არეულობის დადგემაში დასდო ბრალი.