მოლდოვაში 37 წლის ქალმა ხუთი ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რესპუბლიკის დედათა და ბავშვთა ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გლოდიანსკის რაიონის სოფელ გიჯიენში მცხოვრებმა 37 წლის ქალმა სამი ბიჭი და ორი გოგო გააჩინა. ბავშვები ექვსთვიანები გაჩნდნენ და თვითეულის წონა 700 გრამას შეადგენს.
ექიმების განცხადებით, მშობიარობამ კარგად ჩაიარა, თუმცა, ბავშვები ექიმების მეთავლყურეობის ქვეშ რჩებიან.
5 ტყუპის დედას კიდევ ორი შვილი - 17 წლის ბიჭი და 10 წლის გოგონა ჰყავს.