ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი არ გეგმავას პოლიტიკური კარიერის შექმნას, რადგანც ის თავს სამხედროდ თვლის და არა ჩინოვნიკად.
ამის შესახებ კადიროვმა ტელეკომპნია "ნტვ"-ს გადაცემა "რელური პოლიტიკა"-ში საუბრისას აღნიშნა.
"როგორც იცით, მე თავს პოლიტიკოსად არ ვთვლი, მაგრამ თუ იქნება სახელმწიფო გადაწყვეტილება, რუსეთის დაცვასთან დაკავშირებით, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ. მე ნამდვილად ოფიციერი ვარ და თავს ვთვლი სამხედროდ და ამიტომ რუსეთის დაცვა ჩემთვის პატივია", - აღნიშნა კადიროვმა.
კადიროვს მიაჩნია, რომ მისგან თავდაცვის მინისტრი არ გამოვა, მაგრამ გამოვა კარგი მებრძოლი, რადგან შეუძლია წინამძღოლობა გაუწიოს რაზმს და დასახული ამოცანა შეასრულოს.
ამასთან, კადიროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს რუსეთს ჰყავს ზოგიერთი ისეთი ლიდერი, რომელსაც "შეუძლებელის გაკეთებაც კი შეუძლია".
"და მე ამ ადამიანზე ვიღებ სწორებას. ეს არის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი... მე ვცდილობ ისეთივე პოლიტიკა გავაკეთო, როგორც ამას ის აკეთებს და მე სწორებას ამაზე ვიღებ", - აღნიშნა ჩეჩნეთის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს გამომცემლობა "კომერსანტ ვლასტის" მიერ გამოქვეყნებულ "პოდხალიმების რეიტინგში" ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვმა პირველი ადგილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის "პათხალიმით" მოიპოვა.