ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მასობრივი არეულობის დროს 150 ადამიანი დაიღუპა და 4 ათასი დაიჭრა.
ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" ინფორმაციას ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ, ოფიციალური ინფორმაცით, ამ დრომდე მხოლოდ 100 ადამიანია დაღუპული, ყველაზე მეტი კი ქალაქებში - ქაიროში, ალექსანდრიაში და სუეცშია დაღუპული.
შეგახსნებთ, რომ ეგვიპტეში მასობრივი არეულობა 25 იანვარს ხელისუფლების გადაგომის მოთხოვნით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ხელისუფლების გადაწვეტილებით, დღეს ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბლოკა, ასევე არხის ყველა ჟურნალისტს აკრედიტაციები გაუუქმდა.