სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის პირველი საჩოგბურთო სუპერტურნირი "ავსტრალიის ღია ჩემპიონატი" მოიგო. ფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ბრიტანელი ენდი მარეი დაამარცხა ანგარიშით 6-4 6-2 6-3.
ნახერვაფინალში სერბა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი, მაესტროდ წოდებული, როჯერ ფედერერი დაამარცხა, მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს გასცდა. მერვედფინალში ჯოკოვიჩმა ესპანელი ნიკოლას ალმაგრო დაამარცხა, მეთექვსმეტედფინალიდან თანამემამულე ვიქტორ ტროიცკი, 1/32 ფინალიდან დოდიგი, ხოლო პირველი ტურიდან გრანოლერ პუიოლი გამოთიშა ტურნირს.
აღნიშნული ტურნირი ჯოკოვიჩმა მეორედ მოიგო. 2008 წელს მან ფინალში ფრანგი ჟო ვილფრედ-ცონგა დაამარცხა.
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის წლევანდელმა საპრიზო ფოდნმა 25 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. გამარჯვებისთვის ჯოკოვიჩს 2 200 200 დოლარი გადაეცა.
"დიდი მუზარადების" ტურნირებზე (ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა) ჯოკოვიჩმა მთლიანობაში გამარჯვება მეორედ მოიპოვა და ორჯერ გავიდა ფინალში, სადაც ერთხელ ფედერერთან დამარცხა, ერთXელ კი ამ დროისთვის მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ქალთა ფინალში გამარჯვება კიმ კლაისტერსმა მოიპოვა.