ეგვიპტეში მომხდარი მასობრივი არეულობის დროს აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი", აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
"საელჩოს თანამშრომელი ნიჯატ გოდჯაევი ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან შაბათს გარდაიცვალა. მის ცხედარს აზერბაიჯანში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მიიღო გადაწვეტილება, რომ ეგვიპტეში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყოს.
შეგახსნებთ, რომ ეგვიპტეში მასობრივი არეულობა 25 იანვარს ხელისუფლების გადაგომის მოთხოვნით დაიწყო, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. არეულობა ეგვიპტეში ამ დრომდე გრძელდება.