დაღესტანში, ლევაშუნსკის რაიონში, მობილური ოპერატორის "მობილნიკ-კავკაზ"-ს საბაზო სადგური დაუდგენელმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ააფეთქეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ადგილზე გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საბაზისო სადგურიდან ორ კილომეტრში, ხოლო მეორე ბომბი შიგნით, ტრანსფორმატორის სადგურში იყო.
"ორივე სადგური მთლიანად განადგურდა. აფეთქების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 4 მილიონი რუბლი შეადგინა", - აცხადებენ ქვეყნის შსს-ში.