ეგვიპტის ხელიუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით ყატარის სატელიტური ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა დაიბლოკა.
ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, მთავრობის გადაწყვეტილებით დაიბლოკა არ მხოლოდ სატელიტზე "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა, ასევე, გაუქმდა ტელკომპანიის ყველა ჟურნალისტის აკრედიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ბოლო დღეებში განმავლობაში ხშირად ქაიროსა და სხვა ქალაქებში მომხდარ არეულობის ამსახველ კადრებს, ასევე ოპოზიციის ლიდერების და დემონსტრანტების გამოსვლებს გადასცემდა.
"ალ-ჯაზირა" ერთ-ერთი იყო, რომელიც ექსკლუზიურად აწვდიდია ინფომაციას ეგვიპტის მოსახლებას არეულობის, ძარცვისა და მსხვერპლის შესახებ.
ამასთან, "ალ-ჯაზირას" სარედაქციო პოლიტიკა ეგვიპტის ხელისუფლებამ არაეთხელ მწვავედ გააკრიტიკა და მათ ბრალი დასდო არეულობის გაღვივივებაში.