ეგვიპტის ციხიდან მასობრივი არეულობის დროს დაკავებული 1000-მდე პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს
სააგენტოს ინფორმაციით, პატიმრები ქაიროს სამხრეთით მდებარე ისტორიული ვადი-ნატუნის ხეობასი მდებარი ციხიდან 30 იანვრის ღამეს გაიქცნენ, რომლებმაც ციხის დაცვის წინაღმდეგობის ჩახშობის შემდეგ გაქცევა მოახერხეს და თავი უახლოეს დასახლებებსა და ქალქებს შეაფარეს.
ოფიციალური ინფორმაცია გაქცეულების რაოდენების შესახებ არ ვრცელდება, პირობითად კი მათ რაოდენობად 1000 პატიმარი დასახელდა.
აღნიშულ ციხეში პოლიტპატიმრები და ისლამისტები იყვნენ დაკავებულები.
შაგახსენებთ, რომ ევიპტეში მასობრივი არეულობა 25 იანვარს, ხელისუფლების გადაგომის მოთხოვნით, დაიწყო და პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, არეულობის შემდეგად ეგვიპტეში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის არიან ტურისტებიც.