ეგვიპტეში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თავისი ქვეყნების მოქალაქეებს ეგვიპტის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.
რუსეთის მთავრობამაც ანალოგიური მოთხოვნა გაავრცელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეგვიპტის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რუსი ტურისტების ეგვიპტის საზღვრების დატოვებაში დახმარებოდა.
ეგვიპტეში არეულობები რამდენიმე დღეა დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ჰოშნი მუბარაქიმ პრეზიდენტის პოსტი დატოვოს. ბოლო ორ დღეში, როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, არეულობებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.