ინგუშეთის პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტი საზღვარგარეთ გაქცეული პირებისგანაა ორგანიზებული.
ამის შესახებ ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა პრესკონფერენციის დრო განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ უდუგოვისა და ზაკაევის მსგავის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ არიან ბრძოლის მსგვსი მეთოდებით დაინტერესებულები და ორგანიზატორები", - აღნიშნა ინგუშეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ინგუშეთში ტეროიტორიაზე ვისაც იარაღი აქვს, ყველა მათგანი ხელისუფლების მეთვალყურების ქვეშაა.
"ჩვენ ყველას თვალყურს ვადევნებთ, ვისაც იარაღი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს ადამიანები თავს ტყეებს აფარებენ და ასეთი 30-მდე პირი იქნება. ჩვენ ყველას ვინაობა ვიცით", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ არ უნდა დაავიწყდეთ ის პირებიც, რომლებიც ტყეში გასული შეარაღებული დაჯგუფებების მომხრეები არიან და მათი რაოდენობა შესაძლოა საკმაოდ დიდიც იყოს.