რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენლებმა მოსკოვში ახალი წლის ღამით ტერაქტის მომზადების მცდელობისთვის 5 პირი დააკავა, ხოლო ხუთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.
რუსული მედიის ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი ჩრდილოკავკასიელია.
რუსი სამართლადამცველების მტკიცებით, მოსკოვში 31 დეკემბრის ღამით, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა ბომბი დაგემილზე ადრე ამოქმედდა.
არსებობდა ვერსია, რომ მოსკოვის "დომოდედოვის" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები იგივე ჯგუფი იყო, თუმცა ეს ვერსია მოგვიანებით რუსმა სამართალდამცველებმა უარყვეს.