დაღესტანის, ქალაქ იზბერბაში დასახლებულ ადგილას სამართალდამცველებმა ორი ნაღმი აღმოჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" დაღესტანიას სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცლებს.
"ქალაქში, სადაც კერძო სახლებია, ნაპოვნია ორი დიდი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დადებული იყო აკუშინცკის და პუშკინის ქუჩების კვეთაზე. ნაღმი ტერაქტის მოსაწყობად იყო განკუთვნილი", - აცხადებენ დაღესტანელი სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, ერთი ნაღმი უკვე გაუნებელყოფილია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის განაღმითი სამუშაოები.