აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს მოუწოდებენ, რომ ძალადობა ყველანაირი საშუალებით აიცილოს თავიდან.
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გუშინ ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და ეგვიპტეში შექმნილი ვითარება განიხილეს.
თეთრი სახლი ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს თავშეკავებისკენ, ადამიანის უფლებების მხარდაჭერისკენ და იმ ნაბიჯების მხარდამჭერისკენ, რომელსაც ხალხი მოითხოვს ქვეყნის პოლიტიკური რეფორმირებისთვის.
თავის მხრივ სარკოზი, მერკელი და კამერონი ერთობლივ განცხადებაში ამბობეს, რომ მუბარაქის მთავრობამ მშვიდობიანი და უიარაღო მოქალაქეებზე ძალა არ უნდა გამოიყენოს და მათ მოთხოვნებს პატივი უნდა სცეს.
BBC ინფორმაციით, ეგვიპტეში, ბოლო ორ დღეში 100 ადამიანი დაიღუპა.