ეგვიპტეში არეულობის გამო, ტურისტებს პირამიდებთან მისვლა აუკრძალეს. უსაფრთხოების მიზნით სამხედროები გარს შემოერტყნენ პირამიდებს.
ამასთან, ქაიროში, სუეცსა და ალექსანდრიაში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა. ეგვიპტეში კვლავაც ბლოკირებულია ინტერნეტი.
ქვეყნის დატოვების სურვილით უამრავი ტურისტი თუ ეგვიპტელი მიაწყდა ქაიროს აეროპორტს. სხვადასხვა მონაცემით, მათი რიცხვი 1,5-დან 2 ათასამდე იყო.
შეგახსენებთ, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა ქაირო, სუეცი და ალექსანდრია ხელთ ჩაიგდეს. მათ საპასუხოდ მუბარაქიმ კომენდანტის საათი გამოაცხადა, დედაქალაქში ჯარი შეიყვანა და მთავრობა დაითხოვა. ეგვიპტეში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.