გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგთან, ელექტრომატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა.
სამგზავრო მატარებელი მიემართებოდა მაგდებურგიდან ჰალბერშტატდისკენ, როდესაც ავარია მოხდა. როგორც "სი-ენ-ენი" იუწყება, ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე გერმანელი სამართალდამცველები მუშაობენ.