ეგვიპტეში არეულობის შედეგად ბოლო ორ დღეში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, ამ დროისთვის გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ კიდევ არ ქვეყნდება.
სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს, ქაიროს სამხრეთით, პოლიციამ 17 ადამიანი დაცხრილა, ისინი პოლიციის ორი განყოფილების შტურმით აღებას გეგმავდნენ.
ამასთან, 8 აქტივისტს საპროტესტო აქციისას ესროლეს, ხოლო 8 ადამიანი ქაორიოს ციხიდან პატიმრების გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხოლოდ პარასკევს ქაიროში, სუეცსა და ალექსანდრიაში სულ 68 ადამიანი დაიღუპა.
დღევანდელი არაოფიციალური მონაცემებით, დაჭრილია 2 ათასზე მეტი ადამიანი.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქაიროში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან საპროტესტო გამოსვლების იმ მოწილეებს, რომლებიც შენობაში შეღწევას ცდილობენ, სნაიპერები ცეცხლს უხსნიან.